კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლოში წესრიგის დამრღვევთათვის კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახდა

25 ოქტომბერი, 2013

ინტერპრესნიუსი

სასამართლოში წესრიგის დამრღვევთა უფლებების დასაცავად კანონმდებლობა შეიცვალა. ამ მიმართულებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „შერბილდა“. სასამართლოს უპატივცემულობისთვის, სასამართლო დარბაზიდან გაძევებულ ან დაჯარიმებულ პირებს, მოსამართლის შესაბამისი განკარგულების გასაჩივრების უფლება მიეცათ.

სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში, მოსამართლეს ადგილზე გამოაქვს განკარგულება, პროცესის მონაწილის თუ სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. ამასთან, თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან. მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა ან პატიმრობა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სასამართლოში წესრიგის დამრღვევ პირებს მოსამართლე თავდაპირველად ზეპირ შენიშვნას მისცემს და არასათანადო ქცევის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. მხოლოდ აღნიშნული მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიიღებს სხდომის თავმჯდომარე პირის დაჯარიმების ან სასამართლოდან გაძევების გადაწყვეტილებას.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით სიახლეა ისიც, რომ სასამართლოს უპატივცემულობისთვის გაძევებულ ან დაჯარიმებულ პირს მოსამართლის შესაბამისი განკარგულების გასაჩივრების უფლება ეძლევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაბამისი სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, მას შეუძლია სასამართლოს დაუბრუნდეს. დღემდე მოქმედებდა წესი, რომლის თანახმად, სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობის და წესრიგის დარღვევისთვის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში საჩივრდებოდა, თუკი ეს პირის პატიმრობას ეხებოდა, თუმცა არ საჩივრდებოდა დაჯარიმებისა და გაძევების სახით გამოტანილი გადაწყვეტილება. ასეთი აკრძალვა ვრცელდებოდა ადვოკატებზეც.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის გათვალისწინებით, დაჯარიმების შესახებ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულების გასაჩივრება, ამ განკარგულების აღსრულებას აჩერებს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა, თუმცა 5 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ახალი ამბები