კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გამჭვირვალობის“ დამკვირვებელს საჩივრის დაწერის უფლებას არ აძლევდნენ

27 ოქტომბერი, 2013
 
Humanrights.ge 

ქარელის 33-ე ოლქის პირველ უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის თავმჯდომარემ მანანა წოწოლაშვილმა საერთაშორისო გამჭვირვალობის დამკვირვებელს საჩივრის დაწერის უფლება არ მისცა. თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრია. დამკვირვებელი საჩივრის დაწერას იმ საკითხთან დაკავშირებით აპირებდა, რომ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მარი ოთარაშვილმა მოგვაწოდა. 
„კომისიის წევრი უყვიროდა დამკვირვებელს და არ აძლევდა საჩივრის დაწერის უფლებას. შემდეგ მას ტელეფონზე დაურეკეს და როგორც ჩანს, ურჩიეს, რომ  დამკვირვებლისთვის საჩივრის დაწერის უფლება მიეცა და ამ ჩარევის შემდეგ, დამკვირვებლემა საჩივარი დაწერა“ - ამბობს მარი ოთარაშვილი.

მისივე ცნობით, ამავე უბანზე, უბნის გახსნისას, უბანზე მიღება- ჩაბარების აქტი არ აღმჩნდა: „მოვითოვე მიღება-ჩაბარების აქტი და კომისიის თავმჯდომარემ ვერ წამომიდგინა, მითხა, რომ სადღც დამრჩაო. დაახლოებით 10:00 სთ.სთვის, მომაწოდეს მიღება-ჩაბარების აქტი“ - აღნიშნვს ოთარაშვილი. 

ჩვენმა დამკვირვებელმა ამავე უბანზე კიდევ ერთი დარღვევა დააფიქსირა. მისი თქმით, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შოთა ყიფიანმა უბანი ისე დატოვა, რომ ამის შესახებ მითითება ჩანაწრეთა წიგნში არ გაკეთებულა და კომისიაში არც მისი ჩანაცვლება მომხდარა სხვა ადამიანით, რაც საარჩევნოკანონმდებლობის მიხედვით დარღვევად ითვლება

ახალი ამბები