კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დანარჩენი პარტიები ბურჯანაძის წინააღმდეგ გაერთიანდნენ“ – აცხადებენ ბურჯანაძის შტაბში

10 ოქტომბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის შტაბის წევრები მარგველაშვილის შტაბის წევრებს "ნაციონალებთან" ჰარმონიულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.  შტაბის წევრთა თქმით, „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საუბნო კომისიებში ტრენინგები ერთად უტარდებათ. ბურჯანაძის პარტიის წევრების აზრით, ეს კანონდარღვევაა. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე იურისტები კი, ამბობენ რომ ერთობლივი ტრენინგის ჩატარება კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. 

„კანონდარღვევაა, როცა პარტია თავის კომისიის წევრებს ტრენინგს საკუთარ შტაბში უტარებს. "ქართული ოცნების" შტაბში მოიწვიეს კომისიის წევრები, კომისიის თავმჯდომარეები და უტარებენ ტრენინგებს, ეს ჩვენი შტაბის წევრსაც კი დაუდასტურეს, როცა ის მათთან იმის გასარკვევად მივიდა, თუ რა სახის შეკრება იყო შტაბის შენობაში“ –  განაცხადა  პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა,  გია გურგენაძემ.

აღნიშნულ ბრალდებებს მარგველაშვილის შტაბიდან პასუხობენ და აცხადებენ, რომ ტრენინგები შენობის პირველ სართულზე ტარდება, რომელიც მათი შტაბის საკუთრებაში არ შედის: “ტრენინგები ტარდება შენობის პირველ სართულზე, ჩვენი შტაბი კი მეორე სართულზეა განთავსებული. ვერავითარ კანონდარღვევას აქ ვერ ვხედავ. ჩვენ მივმართეთ საოლქოს, რომ საუბნო კომისიებში ჩვენი კოალიციის წევრებისთვის ჩაეტარებინათ ტრენინგი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამ ინიციატივას სხვა პარტიაც გამოეხმაურა და ერთად უტარდებათ სწავლება. ეს ნამდვილად არაა კანონდარღვევა“, – ამბობს მარგველაშვილის შტაბის წევრი გელა პატეიშვილი. 

humanrights.ge–ი ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი სთხოვა: “ტრენინგების გრაფიკი „ქართული ოცნების“ შტაბმა ნამდვილად შეათანხმა ჩვენთან, მაგრამ ამგვარ ტრენინგებს ეს შტაბი საპარლამენტო არჩევნების წინაც ატარებდა და ამაში ხელი არავის შეუშლია. ეს არაა კანონდარღვევა და ნამდვილად არაა საქმე ისე, თითქოს რამე გარიგებას აქვს ადგილი“ – აღნიშნა ნაკაიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით humanrights.ge–მა კომენტარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ თამაზ ტრაპაიძეს სთხოვა:

„თუ ტრენინგი პარტიის მიერ არის ორგანიზებული და პარტიის მიერ წარდგენილ წევრებს უტარდებათ, ამ შემთხვევაში აქ არანაირი დარღვევა არ არის“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

ახალი ამბები