კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინას სოლიდარობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამოუცხადეს

29 ნოემბერი, 2013
 
ქეთი ლაბაძე

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. სოლიდარობის ნიშნად ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუენტებმა საპროტესტო მსვლელობა უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყეს. დროშებითა და სხვადსხვა შეძახილებით სტუდენტები სიმბოლურად  ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. 

“სოლიდარობა უკრაინას!!! ეს აქცია ეძღვნებოდა, როგორც ამ ერის მიმართ სოლიდარობას ასევე ახალგაზრდულ სიგნალს საქართველოს მთავრობისკენ მიმართულს, რომ არ დაუშვან იგივე შეცდომა რაც უკრაინის მთავრობამ!” - ეს მიმართვა სტუდენტების მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები მომავლისთვის“ გაავრცელა.

„აქციაზე მოსვლით მინდა გამოვხატო ჩემი თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა ცუდ დღეშია, რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის დაბრუნება, უკრაინის სახელმწიფომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მე როგორც სტუდენტი, თავს ვალდებუყლად ვთვლიდი აქ გამოვსულიყავი და ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა“ - ამბობს რეზო სეფერთელაძე.

უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამართვის იდეა, სტუდენტების მიერ დაარსებულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიძაციას “ახალგაზრდები მომავლისთვის”, “ლოგოს გრუპი”, “თავისუფალი ზონა”, “ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” ეკუთვნის.

ახალი ამბები