01:42, Thursday, 06.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

GPB-ის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა - კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის

27.12.2013

 
მაია წიკლაური ,www.media.ge

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის  გამოხატავს შეშფოთებას, რადგან კოალიციის წევრების აზრით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა“. შესაბამისი განცხადება კოალიციამ 2013 წლის 26 დეკემბერს გაავრცელა.

Media.Ge-ი გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

„საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტაციას ჯერ კიდევ გუშინ უნდა წარედგინათ6 კანდიდატი, ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა მხოლოდ ორი, უმრავლესობამ კი  - ერთი.

მიგვაჩნია, რომ კანდიდატთა შესარჩევი საზოგადოებრივი კომისიის მუშაობა გამოირჩეოდა მიუკერძოებლობით, კომპეტენტურობითა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი ნდობა და ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მიმართ. საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად ადევნებდა თვალს მეორე არხის პირდაპირ ეთერში მიმდინარე გასაუბრებებს და დებატებს. 10 დღიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებრივმა კომისიამ პარლამენტს წარუდგინა 27 კანდიდატის რანჟირებული სია.

სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ შეძლეს დეპუტატებმა შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთა შერჩევა წარდგენილი სიიდან. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები და ქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციით, არამედ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებით. არსებობს საფრთხე, რომ მმართველი ძალა ხელახალი კონკურსის გამოცხადებისა და ახალი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის გზით ეცდება, პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტოს მაუწყებლის საბჭო.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს დეპუტატებს, პატივი სცენ მათ მიერვე დამტკიცებული საზოგადოებრივი კომისიის შრომასა და არჩევანს, დადგნენ ვიწრო პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებზე  მაღლა და შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება - შეარჩიონ კანდიდატები წარდგენილი სიიდან. 

შევახსენებთ საქართველოს პარლამენტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხერხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კონკურსის კომპეტენტურად და გამჭვირვალედ ორგანიზება; პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს პოლიტიკურად მიუკერძოებელი პროფესიონალებისაგან. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმა არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოსთვის. ამ პროცესის ჩაშლით მმართველი ძალა არა მხოლოდ ეჭვქვეშ დააყენებს საკუთარ წინა საარჩევნო გზავნილს მედიის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების შესახებ, არამედ  საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი; რეგიონული მედიის ასოციაცია; მედიაკლუბი; პრესის ასოციაცია; ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი; ინფორმაციია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC