19:56, Saturday, 08.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბათუმში მერვე დღეა ავტობუსის მძღოლები გაფიცულები არიან

24.02.2014

 
ქეთი ლაბაძე, აჭარა

უკვე მერვე დღეა რაც ბათუმში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 300-მა მძღოლმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით  მუშაობა შეწყვიტა. მძღოლების მოთხოვნაა, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ავტოტრანსპორტის დირექტორი გია ლორია, მძღოლები ასევე ითხოვენ  საათობრივი ანაზღაურება 4 ლარიდან 4,5 ლარამდე გაიზარდოს. 

„ჩვენი პირველი მოთხოვნა არის დირექტორის წასვლა, შვიდი წლის განმავლობაში აუტანელი გახდა მასთან მუშაობა, არაადამიანური მოპყრობაა. ჩვენ ასევე გვსურს ხელფასის გაზრდა და კოლექტიური ხელშეკრულება, თუმცა ამ დროისთვის შევაჩერეთ ეს მოთხოვნა, ჩვენთვის უპირველესია გადადგეს გიორგი ლორია. შეხვედრები წარუმატებელი გამოდგა. როგორც ჩანს, გიორგი ლორიას მფარველობს ირაკლი ჩავლეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება არ ვაპირებთ უკან დახევას,“ - აცხადებს  ვაჟა გობელია, მძღოლი.

მუნიციპალური ტრანსპორტის ორი მძღოლი კი, მეხუთე დღეა შიმშილობს, მძღოლებმა კარვები შპს „ავტოტრანსპორტის“  შენობის წინ გაშალეს, მძღოლები აცხადებენ რომ ადმინისტრაცია მათ ერთი წლის წინ ხელფასის გაზრდას დაჰპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულეს.

სავარაუდოდ, ამ კვირაში საკრებულო იმსჯელებს შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორის  თანამდებობაზე დარჩენის საკითხზე. 

„მრავალი მოთხოვნა ქონდათ და ბოლოს დაასახელეს ერთი კატეგორიული მოთხოვნა, დირექტორის გადადგომა. ამაზე შეხვედრა შედგა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, არასამთავრობო სექტორთან, სადაც მძღოლებს განუმარტეს რომ შეიქმნებოდა ინტერფრაქციული ჯგუფი და ის გადაწყვეტდა დირექტორის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხს. ყველანაირ დათმობაზე მივდივართ, თუმცა არის რაღაც პატარა ჯგუფი, რომელიც უკან არ იხევს სამწუხაროდ და ჩემს გადადგომას დაუყოვნებლივ მოითხოვს, მე პირადად ვერ ვხვდები რატომ.  საკრებულო გადაწყვეტს ამას, მე მათ გადაწყვეტილებას ველოდები.  რის საფუძველზე უნდა გადააყენონ დირექტორი?  რაღაც გადაცდომა ხომ უნდა მქონდეს თანამდებობრივი.“ - აცხადებს გია ლორია, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი. მისივე თქმით ამ ეტაპზე საწარმოს არავითარი ფინანსური საშუალებები არ გააჩნია რომ მძღოლებს გაუზარდოს ხელფასი.
 
„გაფიცვა ყველას იურიდიული უფლებაა, თუმცა ჩვენ იმ მოსახლეობის უფლებებიც უნდა დავიცვათ, რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობენ.  შეიძლება მოხდეს სამუშაოზე სხვა მძღოლების აყვანა, რათა შევძლოთ ქალაქის მომსახურება. გაფიცვის დასრულების შემდეგ გაფიცული მძღოლები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს. არავინ არავისზე არ ძალადობს, დაბრუნდნენ სამუშაოზე და გააგრძელონ მუშაობა.“ - აცხადებს გია ლორია.

ბათუმის იმ უბნებში სადაც მხოლოდ ავტობუსით შეიძლებოდა გადაადგილება უკვე დაინიშნა მიკროავტობუსი „ექსპრესი“.  მომსახურების საფასური 40 თეთრია, მიკროავტობუსი მგზავრებს მანამ მოემსახურებიან, სანამ ავტობუსების  მოძრაობა აღდგება.

„ინტერფრაქციულ ჯგუფში შევა ყველა ის დაინტერესებული პირი რომელიც აღელვებულია დღევანდელი მდგომარეობით. ვფიქრობთ, აღნიშნული ჯგუფი დაგვეხმარება გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მისვლაში.  არის რამდენიმე მოთხოვნა რომელიც დაკმაყოფილებადია. ეს არის შენობში ფართის გამოყოფა, პროფკავშირებისთვის. კოლექტიურ ხელშეკრულებებზე გადასვლას რაც შეეხება, იურისტები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე და თვის ბოლოს იქნება ხელმოწერილი ხელშეკრულებები. მძღოლების ხელფასი ქალაქის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, ფინანსდება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ფინანსური რესურსიდან. ამ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ იძლევა საშუალებას რომ ბონუსთან ერთად, რომელსაც მძღოლები ღებულობენ გაყიდული ბილეთებისგან, დაკმაყოფილდეს ხელფასის მომატების მოთხოვნაც,“ - აცხადებს ტიტე აროშიძე, ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე. 
 
ინტერფრაქციული ჯგუფი 18 თებერვლიდან მუშაობს, მომზადებულია 18-წევრიანი კომისიის პროექტი, რომელშიც შედიან საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოსა და მერიის სხვა ათი წევრი და პროფკავშირების თავმჯდომარე ილია ვერძაძე. „ბათუმის ტრანსპორტის“ პრეფესიული გაერთიანებიდან, კომისიაში იქნებიან გაერთიანების თავმჯდომარე ემზარ გოგიტიძე და „აჭარის ტრანსპორტის“ პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის თანაშემწე, სიმონ სიხარულიძე. კომისიაში ასევე შედიან ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ 100% წილსს სახელმწიფო ფლობს.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC