კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

28 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

"ახალი შემართებით ახალი არჩევნებისთვის" - ამ განწყობით ხვდება ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

"ის შეცდომები და ხარვეზები, რომელიც წინა, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ახლდა, მომავალ არჩევნებზე აღარ გამეორდება. ჩვენი ადმინისტრაცია ამისთვის ყველაფერს გააკეთებს", - აცხადებს ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აღნიშნული კომისია ძველ მისამართზე, პუშკინის 6-ში განთავსებულ შენობაში აღარ იმუშავებს. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე კვირის წინ გაჩენილ ხანძარს ტექნიკა და საარჩევნო დოკუმენტაცია  გადაურჩა, თუმცა, შენობა მწყობრიდანაა გამოსული და კომისიას უფლებამოსილების აღსრულება ახალ მისამართზე მოუწევს.
 
საოლქო კომისია დროებით ქალაქის მართვის ტერიტორიული ორგანოს შენობაშია განთავსებული. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის სარეაბილიტაციოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს პერიოდში ტენდერს გამოაცხადებს. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას კი, საოლქო საარჩევნო კომისია ხელისუფლების მიერ გამოყოფილ შესაბამის, ალტერნატიულ ფართში შეუდგება.   

ახალი ამბები