კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის და მისი ძმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

11 მარტი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

„თავისუფალი საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ არჩევნებში, მერაბ ღოღობერიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს და მის ძმას ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით. 

მერაბ ღოღობერიძის თქმით, ის ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში ნაცნობებს დღის პირველ ნახევარში ესაუბრებოდა, რა დროსაც გაჩერდა ავტომობილი სანომრე ნიშნით DUM 777, რომლიდანაც მურმან დუმბაძე და მისი ძმა, ნუგზარ დუმბაძე გადმოვიდნენ. როგორც ღორობერიძემ განაცხადა, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს: „მურმან დუმბაძემ დედა შემაგინა, ხოლო მისი ძმა მომიახლოვდა და ფიზიკურად შემეხო. მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება. ადგილზე გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომელიც კონფლიქტის დეტალებს არკვევდა“. ღოღობერიძის თქმით, შემთხვევა აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული ობიქტების ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს.

ინციდენტს ჰყავს თვითმხილველებიც. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, ემზარ დიასამიძის თქმით, ის და ღორობერიძე საუბრობდნენ, რა დროსაც მოხდა აღნიშნული ინციდენტი: „მერაბ ღოღობერიძესთან ერთად ვიდექი და ვსაუბრობდით. მურმან დუმბაძემ მანქანით ჩამოიარა. ჯერ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ, მურმან დუმბაძის ძმა, ნუგზარ დუმბაძე გადმოვიდა მანქანიდან და მერაბ ღოღობერიძე და ის ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მურმან დუმბაძე ფიზიკურ დაპირისპირებაში არ ჩართულა“.

აჭარის ტელევიზიის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ის დაპირისპირებულ მხარეებს შორის იდგა და ისინი გააშველა: „შუაში ჩავდექი და დავაშორე ერთმანეთს. ინცინდენტი მალევე ამოიწურა და დუმბაძეები შემთხვევის ადგილიდან წავიდნენ“.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძესთან დაკავშირება უშედოგო აღმოჩნდა. ის მობილურ ტელეფონს არ პასუხობს.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც ჩვენთან საუბარში, პრესსამსახურის თანამშრომელმა, ანა ჭითანავამ განაცხადა, ფაქტზე გამოძიება დაიწყო: „შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით“. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას (120-დან 150 საათამდე), ანდა გამასწორებელი სამუშაოს (15 თვემდე) ითვალისწინებს.

ახალი ამბები