05:59, Saturday, 25.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მცოცავი ოკუპაციის ხაზი ამჯერად ხურვალეთში გაევლო

02.04.2014

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

თბილისი, სენაკი, ლესელიძის ავტომაგისტრალის ხურვალეთის მონაკვეთზე, მაგისტრალიდან შეუიარაღებელი თვალითაც შეინიშნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის აღმნიშვნელი საინფორმაციო დაფა, რომელსაც მეტი თვალსაჩინოებისთვის თან მავთულხლართები ახლავს.  

მცოცავი ოკუპაციის შედეგად ხურვალეთში დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებით შემოსაზღვრული აღმოჩნდა. ვანიშვილი რუსი მესაზღვრეების გაფრთხილების მიუხედავად, ადგილზე ჩასულ საერთაშორისო დიპლომატებს და ჟურნალისტებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრება.

დავით ვანიშვილი, ხურვალეთში მცხოვრები: „გუშინ ღამის 12 საათზე მომივარდნენ სახლში - ნუ ჩადიხარ მაგათთან, ნუ ელაპარაკებიო. მე ვუთხარი: ახლა შენ რომ დამიძახო არ მოვიდე შენთან-მეთქი?! ხალხია, დამიძახეს და ჩავედი-მეთქი! ნუღარ ჩახვალ თორემ წაგიყვანთო, დამემუქრნენ“.

მცოცავი ოკუპაციის საზღვრებს კვალდაკვალ მიჰყვებიან საერთაშორისო დიპლომატებიც. ამჯერად მათ ინტერესს  ხურვალეთში არსებული მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენს. ევროპარლამენტის სოციალისტურ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტი ჰანეს სვობოდა პირადად გაესაუბრა დავით ვანიშვილს. მან ჟურნალისტებთან კომენტირებისას აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ჰანეს სვობოდა ევროპარლამენტის სოციალისტურ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტი: „ღრმად ვწუხვარ ტერიტორიის გაყოფვის ახალი ფაქტების გამო. იმის ნაცვლად, რომ თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობა, მიდგომები გახდეს უფრო ჰუმანური და ადამიანებს მიეცეთ ერთმანეთან კონტაქტის მეტი საშუალება, აქ კვლავ ჩნდება ტერიტორიის დაყოფის ახალი ფაქტები, რაც ეწინააღმდეგება რუსეთთან დადებულ შეთანხმებას“.

ევროპარლამენტარის ვიზიტი „ნიდერლანდების ინსტიტუტი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ინიციატივით შედგა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ მსგავსი ვიზიტებისას დიპლომატები უფრო ახლოს ეცნობიან იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში ამ მიმართულებით არის.  

ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: „ეს ვიზიტი განხორციელდა იმისათვის, რომ არსებული საერთაშორისო კონტექსტის ფონზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, ამ ფრაქციას და ბატონ სვობოდასაც ჰქონოდა ზუსტი ინფორმაცია, რასაც ადგილზე გაეცნობოდა. ეს არის ვითარების გაცნობა არა გაზეთებიდან, არა ინტერპრეტაციებით, არამედ ნახვა ადგილზე, რეალურად რამდენად მძიმე ვითარებაა, თუნდაც - მხოლოდ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, თავი რომ დავანებოთ გეოპოლიტიკურ საკითხებს“.

ევროპარალამენტარს ხურვალეთში თან ახალდა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი. კახაბერ ქემოკლიძემ დიპლომატს ხურვალეთის მსგავსად, რეგიონში მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC