კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

16 ივლისი, 2014
 
ინტერპრესნიუსი

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა. 

სასამართლომ ერთი პირის, ორი ინსტანციის მიერ გამართლებული მერაბ კიკაბიძის მიმართ გადაწყვეტილება შეცვალა და მას ჯარიმა დააკისრა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიკაბიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივ გულგრილობაში, რისთვისაც მას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 

ამასთან, უზენასმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა ალექსანდრე გორგაძის ნაწილში. კერძოდ, გორგაძეს, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, 5 თვე დააკლდა. სააპელაციოს განაჩენი ძალაში დარჩა ზურაბ შამათავსათან მიმართებაში, რომელსაც 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სწორედ მეორე ინსტანციის სასამართლომ შეუფარდა. დანარჩენ პირებთან მიმართებაში გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა, მათ შორის გიგი კალანდაძესთან მიმართებაში, რომელსაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია. 

ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ 7 სამხედრო პირს საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გასული წლის აგვისტოში გამოუტანა. აღშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც განაჩენი გორგაძესთან და შამათავასთან მიმართებაში შეცვალა და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გორგაძე და შამათავა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააკავეს. 

საპელაციო სასამართლოს შემდეგ კი პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენის შეცვლის შუამდგომლობით უზენაეს სასამართლოს მიმართა. 

ე.წ. სამხედროების წამების საქმე 3 ეპიზოდს მოიცავს: სენაკის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროების წამებას, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ასევე სამხედროების წამებს და ასევე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. 

ახალი ამბები