კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში

23 ივლისი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი სამსახურების შემცირებით დაიწყო.

მათი რიცხვი 18-დან 10-მდე შემცირდა. დასახელებულია სამსახურის უფროსები, რომელთა უმეტესობა ძველი კადრია. 

„აღნიშნულ თანამდებობეზე ის ადამიანები დაინიშნენ, ვინც დროებით მოვალეობას ასრულებდა. ეს იმიტომ გადაწყდა, რომ საჭირო არ გამხდარიყო კადრის „გარედან მოყვანა“, - ამბობს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომელსაც ოთხი მოადგილის ნაცვლად ამიერიდან ორი ჰყავს. ნოდარ მიქიაშვილი და კოტე ქავთარაძე უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგნენ. 

რაც შეეხება მერიის სამსახურების კადრების შემცირების პროცესს, რომელიც უკვე დაიწყო, საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი მხარს არ უჭერს. ფრაქცია „ნაციონალების“ წევრის ამირან ძოწენიძის განმარტებით, რომელიც ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი და ყოფილი ვიცე-გუბერნატორია: „ეს პროცესი იმისკენაა მიმართული, რომ მერია იმ ხალხისგან გაიწმინდოს, ვისაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმენაირი კავშირი აქვს, ან ჰქონია წარსულში და ქუთაისის ახალმა მერმა თავისი კადრი დაასაქმოს“.

მერიაში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომელთა რიცხვი 330-მდე უნდა შემცირდეს, აცხადებენ, რომ პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის დაცვით  წარიმართება და სამსახურები პროფესიონალი კადრით დაკომპლექტდება.

ახალი ამბები