კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღემდე შემცირდება

24 ივლისი, 2014
 
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 23 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით, 69 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის 90 დღიდან 15 დღემდე შემცირებას ითვალისწინებს.

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღემდე 2009 წლის ივლისში გაიზარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, რომელიც მიტინგების წესების გამკაცრებას ითვალისწინებდა. მანამდე ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 დღეს შეადგენდა.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ქართული ოცნების დეპუტატების  - იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძისა და მისი მოადგილის შალვა შავგულიძის ინიცირებულია.

პატიმრობის ვადის შემცირების გარდა, კანონპროექტი ასევე ახლებურად არეგულირებს ადმინისტრაციული დაკავების წესებს.

კერძოდ, პირს ადმინისტრაციული დაკავების მომენტში უნდა განემარტოს, თუ რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა მან და დაკავების საფუძველი, ასევე ის, რომ მას აქვს ადვოკატის უფლება და სურვილის შემთხვევაში შეუძლია დაასახელოს ახლობელი, ვისთვისაც დაკავების შესახებ შეტყობინება სურს;  ამის შემდეგ დაკავებული „დაუყოვნებლივ“ უნდა გადაიყვანონ უახლოეს პოლიციის განყოფილებაში შესაბამისი ოქმის შესადგენად. მოქმედი კანონმდებლობით დაკავებული პირისთვის მისი უფლებების განმარტება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს არის გათვალისწინებული. 

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ეს ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ერთობლივი მუშაობით“ მომზადდა.

ახალი ამბები