კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა

13 აგვისტო, 2014
 
სივილ ჯორჯია

სააპელაციო სასამართლომ 11 აგვისტოს ძალაში დატოვა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე.

მერაბიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის თებერვალში მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა; ამ სასჯელის ვადაში ასევე შევიდა ის ცხრა თვე, რომელიც მერაბიშვილმა წინასწარ პატიმრობაში გაატარა, სანამ მისი განაჩენი გამოცხადდებოდა 27 თებერვალს.

ასევე თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო რამდენიმე ბრალდებასთან დაკავშირებით ორ დამოუკიდებელ ეპიზოდში და მას ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება მითვისება–გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებს მისი პრემიერ–მინისტრობის დროს 2012 წელს და ასევე საკუთრების უფლების დარღვევას მისი მინისტრობის დროს.

მერაბიშვილს ცალკე ბრალი აქვს წაყენებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს და ასევე ედება ბრალი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად კიდევ ორ ცალკე საქმეზე.

ახალი ამბები