კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილს გაფლანგვასთან დაკავშირებით ახალი ბრალი წარედგინება

13 აგვისტო, 2014
 
სივილ ჯორჯია

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა ოთხშაბათს, რომ 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე პერიოდში 8.83 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოტანილი იქნა დადგენილება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის თაობაზე.

სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები, რომელსაც ორ დამოუკიდებელ საქმეზე უკვე აქვს წარდგენილი ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო, იმ ბრალდებებიდან გამომდინარეობს, რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი თანხები საკუთარი და თავისი ახლობლების, მეგობრების და ოჯახის წევრების პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

ამგვარი ბრალდებები პირველად 2013 წლის აპრილში გაჩნდა, როდესაც ადრე გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს საიდუმლო გრიფი მოეხსნა და გასაჯაროვდა; მათ შორის იყო დოკუმენტები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების შესახებ, გადახდის ქვითრები და ანგარიშფაქტურები სასტუმროებიდან და მომსახურების სხვა პროვაიდერებისგან.

13 აგვისტოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

პროკურატურის განცხადებით, იმავე საქმეზე ბრალი ასევე წარედგინება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას.

სრული სახით იხ. ორიგინალი

ახალი ამბები