კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სახალხო დამცველი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს

14 აგვისტო, 2014
 
Ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველმა 2014 წლის პირველ აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 6 დაწესებულებაში მოთავსებულ იმ მსჯავრდებულთა დაწესებულების ტერიტორიაზე დამოუკიდებლად გადაადგილების უფლების რეალიზების უზრუნველყოფას, რომელთაც სასჯელის მოხდა განსაზღვრული აქვთ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 6 დაწესებულება ფორმალურად ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნულ დაწესებულებას პრაქტიკულად არ გააჩნია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პირობები, რის გამოც მსჯავრდებულები ვერ ახერხებენ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის პატიმრობის კოდექსით დადგენილი ერთ-ერთი ძირითადი, დაწესებულების ტერიტორიაზე დამოუკიდებლად გადაადგილების უფლებით სარგებლობას. ამ უფლების რეალიზება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამით მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა, დღის საათებში იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მსჯავრდებულები, რომლებსაც სასჯელის მოხდა განსაზღვრული აქვთ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაყვანილ იქნან შესაბამის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან თავისუფლების ისეთი ხარისხით, რაც მათთვის გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. 

ამასთან, ვინაიდან სასჯელაღსრულების N 6 დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, სახალხო დამცველის სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს ასევე მოუწოდებს, მომავალში არ განხორციელდეს იმ პატიმართა მოთავსება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 6 დაწესებულებაში, რომელთაც სასჯელის მოხდა განსაზღვრული აქვთ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 

ახალი ამბები