კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა

26 აგვისტო, 2014
 
ინტეპრესნიუსი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 25 აგვისტოს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა. 

ზვიად ქორიძის განცხადებით, მას დაუკავშირდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც ქალთა დაწესებულებაში მისვლა და მსჯავრდებულების პრობლემების მოსმენა სთხოვა. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსჯავრდებული ქალბატონები შეწყალების კომისიის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ. ზვიად ქორიძემ მათ თითოეული საქმის მსვლელობის დეტალები განუმარტა. 

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, მსჯავრდებული ქალბატონები შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს. ზვიად ქორიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საჭიროა, კომისიის წევრებმა საქმეების განხილვისას მეტი ჰუმანიზმი გამოიჩინონ.

მოშიმშილე მსჯავრდებულებთან შეხვედრის შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დანარჩენ მსჯავრდებულებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. 

მოშიმშილე ქალბატონები შეწყალების კომისიის თავმჯდომარის გარდა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესთან, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.

ახალი ამბები