კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის საკრებულოს უარი ოპოზიციის წარმომადგენლებს

30 სექტემბერი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ქალაქ თელავის საკრებულომ „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ფრაქცია „ძლიერი თელავის“ შექმნაზე უარი უთხრა. „ახალი მემარჯვენეებიდან“ საკრებულოს წევრის, ნიკა ვარდოშვილის განცხადებით, საკრებულომ „უკანონო გადაწყვეტილება კახეთის გუბერნატორის დავალებით მიიღო“. 

„დღეის შემდეგ თვითმმართველი ქალაქის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს შიოლაშვილის სანოტარო კანტორა. კანონით ჩვენ გვქონდა უფლება, რომ სამ დეპუტატს შეგვექმნა ფრაქცია, მაგრამ მიიღეს გუბერნატორიდან დაკვეთა, რომ არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციური ფრაქცია და ეს მოიყვანეს სისრულეში“. 

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ნიკა ვარდოშვილს „ჭორიკანა ბავშვს“ უწოდებს: „ჭორიკანა ბავშვებს მე ნამდვილად ვერ ავყვები. მაგ საკითხთან საერთოდ არ ვარ ახლოს“. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის რაიონული ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის შეფასებით, პრობლემა იმ მიზეზით შეიქმნა, რომ  თვითმართველობის კოდექსში შესაბამისი მუხლის ორაზროვანი განმარტებაა. კანონში პირდაპირ არ არის მითითებული ფრაქციების შექმნის პროცედურა, რამაც გამოიწვია ის რომ, ზოგმა საკრებულომ დაარეგისტრირა ასეთი ფრაქცია ზოგმა კი არა.

საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საიას დახმარებით სასამართლოში აპირებენ.

ახალი ამბები