კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემი ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

13 ოქტომბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

სამტრედიელი სამართალდამცველების მიერ დაკავებული გიორგი ადეიშვილი 9 ოქტომბერს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 18 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით  7 ოქტომბერს დააკავეს. როგორც ადეიშვილის ახლობლები აცხადებენ, მას ნარკოტიკი ჩაუდეს, მერე კი, დანაშაულის აღიარების მიზნით სასტიკად სცემეს, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკადაა ნაცემი. ეს ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს. როგორც თავად ამბობს, სამართალდამცველები მისგან წარსულში გაუხსნელი ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ. სამაგიეროდ კი, გარკვეულ შეღავათებს პირდებოდნენ. გარდა ამისა, მას ჩაუდეს ნარკოტიკი. ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როცა  მასზე ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა," - აცხადებს გიორგი ადეიშვილის ადვოკატი თინათინ გელაძე.
 
შს სამინისტროს განცხადებით, ადეიშვილი დაკავების დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. იგი წარსულში ორჯერაა ნასამართლევი. 

ბრალდებულის ახლობლები სამართალდამცველებს ობიექტურობისკენ მოუწოდებენ და არ გამორიცხავენ, სიმართლის დადგენის მიზნით, უახლოეს დღეებში, საქმეში უფლებადამცველი ორგანიზაციები ჩართონ. 

ახალი ამბები