კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ოპოზიცია საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპს საეჭვოდ მიიჩნევს

23 დეკემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

კახეთის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 18 დეკემბრიდან დაიწყება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნანა ჭაბუკაძემ განაცხადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა კონკურსანტთა დარეგისტრირება და განცხადებების ფორმების შევსება. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 152 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. აქედან 137 ადგილი გამგეობაშია, ხოლო 15 - საკრებულოში. 152 ვაკანტურ ადგილზე 1179 განცხადება შევიდა. ამჯერად საბუთების გადარჩევა მიმდინარეობს. ერთ ვაკანსიაზე 7–8 კონკურსანტი იბრძოლებს. შემდგომ ეტაპზე ჩატარდება ტესტირება, რომელიც 18 დეკემბრიდან დაიწყება. ტესტირებას რამდენიმე დღე დასჭირდება. შედეგების მიხედვით გაირკვევა, ვინ გაივლის გასაუბრებას.

გარდა განსაზღვრული ვაკანსიებისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ხელშეკრულების საფუძველზეც დასაქმდებიან და დაახლოებით 16 თანამშრომელი კიდევ დაემატება საჯარო სამსახურს. 

„ჩვენ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან გვაქვს ხელშეკრულება. შედეგები მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ტესტირება,  სავარაუდოდ, წელს უნდა დამთავრდეს. კონკურსში გამსვლელთა შესარჩევი კომისია ისეთი კომპეტენტური პირებითაა დაკომპლექტებული, რომ შერჩევა ობიექტურად მოხდება და კვალიფიციური კადრებით შეივსება შტატები, რაც ამ კონკურსის მიზანია“, - განუცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნატო მამუკაშვილმა 

ოპოზიციას კი კომისიების კომპეტენტურობაში ეჭვი ეპარება. „ახალი მემარჯვენეების“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს დეპუტატ ნიკა ვარდოშვილის თქმით, საკრებულოში ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატიდან კომისიაში არც ერთი არ შეუყვანიათ. 

„ქვეყანაში  საჯარო სამსახურში პირდაპირ დანიშვნით რომ არ ხდება თანამშრომელთა მიღება და ინიშნებიან არჩევითი წესით, ეს ძალიან კარგია. თუმცა, კონკურსანტებმა 51%–იანი ბარიერი რომ უნდა გადალახონ, ეს კონკურსის ხარისხზე იმოქმედებს, რადგან ბარიერი ძალიან დაბალია და  მის გადალახვას კონკურსანტების 80–90% მოახერხებს. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ბარიერი აწეულიყო. მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში კომისია გადაწყვეტს, ვინ აიყვანონ საჯარო სამსახურში.  ძალიან საინტერესოა გასაუბრება, ანუ მესამე ეტაპი – აქ არის ყველაზე მეტად საჭირო კონტროლი, რადგან გადაწყვეტილების მქონე პირებს აქ შეუძლიათ, ბარიერგადალახული კონკურსანტები თავისი სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით შეარჩიონ“, - აღნიშნა სამოქალაქო გაერთიანება „ევროპული დემოკრატიისთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი მოსიაშვილმა. 

კონკურსს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო აცხადებდა. საბუთების მიღების ვადა ზოგან უკვე ამოიწურა, ზოგან კი ორ დღეს კიდევ გაგრძელდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობებში შტატები 2416 ერთეულით, ანუ 24%–ით  იზრდება. აღნიშნული ცვლილება კი სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად, მხოლოდ ხელფასის სახით, 17 მილიონი ლარით მეტ დანახარჯს გამოიწვევს. 

ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსს ასევე ყველა მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე 66 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა კონკურსი. ტესტირება 27–28 დეკემბერს ჩატარდება.

კონკურსის ჩატარების საფუძველია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავს მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს გაცემული ბრძანება „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად“. 

ახალი ამბები