05:00, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის დადგენილების გამოტანის ვალდებულება კვლავ ძალაში დარჩება

14.01.2015
 
ინტერპრესნიუსი

გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულება ძალაში რჩება. ამ მიმართულებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არაფერი შეიცვლება. 

შესაბამისი გადაწყვეტილება 13 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პროექტის ავტორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული არგუმენტების მოსმენის საფუძველზე მიიღეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულების გაუქმება ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ზღუდავს და აუარესებს. 

„გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ნორმა დარჩეს ისე, როგორც ამას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ამასთან, გთავაზობთ, სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზებით და დეტალური შესწავლით საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთ და უკეთესი ფორმულირება მოვძებნოთ“, – მიმართა კოლეგებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, დეპუტატ გედევან ფოფხაძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება ტექნიკური ხარვეზის გასწორებით იყო მოტივირებული. თუმცა, დეპუტატის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები და ხედვები რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. ფოფხაძემ არასამთავრობოთა პოზიცია გაზვიადებულად შეაფასა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ სჯობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლი ისე დარჩეს, როგორც არის და მსჯელობა გაგრძელდეს. 

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა პროექტის კიდევ ერთმა ავტორმა მანანა კობახიძემ, რომლის განცხადებითაც, „არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ პარლამენტი ადამიანის უფლებების შემზღუდავ კანონს იღებს“. 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების ფარგლებში პარლამენტში წარმოდგენილია ინიციატივა, რომლის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. ასეთ დროს საკმარისი ხდება გამომძიებელმა პირს, რომელთანაც საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ჩხრეკის თუ ამოღების საფუძველი ზეპირსიტყვიერად განუმარტოს.

პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: მანანა კობახიძე, დავით საგანელიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და პაატა კიკნაველიძე. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC