4 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურები დაამტკიცა.ცესკოს ერთ-ერთ წევრად საკანონმდებლო ორგანომ, 98 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარდაჭერა გიორგი ჭიქაბერიძეს გამოუცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს გასულ კვირას წარუდგინა.
ჭიქაბერიძის გარდა, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან პარლამენტის მხარდაჭერა გიორგი ჯავახიშვილმა (86 ხმით 4 - ის წინააღმდეგ ) და ზურაბ ხრიკაძემ (105 ხმით არცერთის წინააღმდეგ) მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიქაბერიძე გასული წლის დეკემბერში საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ მეორედ, ერთი წლის ვადით აირჩიეს.