კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეგვიპტური კომპანია „ფრეშის“ თანამშრომლებს უმუშევრობა ემუქრებათ

26 თებერვალი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ეგვიპტურმა კომპანია „ფრეშმა" 320 თანამშრომელი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის დაუბრუნდებიან თანამშრომლები სამუშაო ადგილებს, უცნობია. 

„კომპანია „ფრეში" ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში 2010 წლიდან დამკვიდრდა და ამ დროის განმავლობაში ორიათასამდე ადგილობრივი დაასაქმა, ამ დროისთვის პროდუქციის ერთადერთ ხაზს ამუშავებს და იქ მხოლოდ 35 ადამიანია დასაქმებული. გამორიცხული არაა, ხვალ ისინიც შვებულებაში გაუშვან, რაც საბოლოოდ მათ უმუშევრად დარჩენას არ გამორიცხავს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს,  აღნიშნულით დაინტერესდეს", - აცხადებს პარლამენტარი, „ნაციონალური მოძრაობიდან",  გიორგი თევდორაძე.

შვებულებაში გაშვებული თანამშრომლები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა, ეგვიპტური კომპანია „ფრეშის“ ხელმძღვანელებს საქართველოში ცხოვრების პრობლემები შეექმნათ, რის გამოც ისინი საქართველოდან მიდიან.

„ჯერჯერობით გვითხრეს, რომ შვებულებაში გაგვიშვეს. ხვალ ალბათ გვეტყვიან, რომ აღარავის ვჭირდებით და საწარმოც საბოლოოდ დაიხურება. არ ვიცით, რა ხდება. ამბობენ, ეგვიპტელებს საქართველოში ცხოვრების გამო პრობლემები შეექმნათ და ქვეყნიდან მიდიან. ჩვენ უმუშევრები ვრჩებით და ოჯახების გამოკვებას ვეღარ ვახერხებთ", - ამბობენ „ფრეშის" თანამშრომლები.

ეგვიპტურ კომპანია „ფრეშის“ წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

ახალი ამბები