კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უვადო მსჯავრდებულმა ადამიანის უფლებათა ცენტრს განცხადებით მიმართა

10 მარტი, 2015
 
Humanrights.ge

2015 წლის 19 თებერვალს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში განთავსებულმა უვადო მსჯავრდებულმა, თეიმურაზ შარაშენიძემ, ადამიანის უფლებათა ცენტრს განცხადებით მიმართა. 

თეიმურაზ შარაშენიძე 11 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილის სანდრო ბარამიძის მიერ წარდგენილ ინიციატივაზე წერს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივართა დასაშვებობის კრიტერიუმების გაზრდა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 310-ე მუხლში ისეთი დამატებითი პუნქტის შეტანა, რომლის თანახმადაც, ადამიანებს საშუალება ექნებათ, გაეროს კონვენციის მუხლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, როგორც ახლადაღმოჩენილი გარემოება,  სააპელაციო სასამართლოს მიმართონ.

თეიმურაზ შარაშენიძის შეფასებით, ხელისუფლება ხალხს კიდევ ერთხელ ატყუებს. მისი აზრით, იმ პროკურორების ხელში, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთას და, მტკიცებულებების გარეშე, ასიათასობით ხალხს ციხეში უშვებდნენ, შეუძლებელია, მიაღწიო საქმის აღძვრასა და სასამართლოში წარდგენას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უტყუარად დადასტურებული მტკიცებულებით, რათა შემდგომ მოძალადეთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. 

შარაშენიძის განცხადებით, სხდომაზე ითქვა, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია არ შეიქმნება და მისი ალტერნატიული მექანიზმის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა. მსჯავრდებულის თქმით კი, ეს კიდევ ერთი „ბლეფია“, რომელიც პროცესის გაწელვისთვისაა მოგონილი.

„ბოლო ორი წელია, ხელისუფლების მიერ შეპირებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას დიდი იმედით ველოდები, როგორც ყველა უკანონო პატიმარი საქართველოში. უკვე 10 წელია, რაც არჩადენილი დანაშაულისთვის უკანონო სასჯელს ვიხდი. ოცზე მეტი უვადო მსჯავრდებულია, რომელსაც დაუმძიმეს ბრალი. საზოგადოებას დაავიწყდა, რომ ამნისტიის შედეგად ყველა არ გათავისუფლებულა, ბევრი დარჩა ციხეებში, მათ შორის უდანაშაულოებიც. ვინმეს საერთოდ წარმოუდგენია, როგორია ცოცხლად იყო დამარხული?!“ - აღნიშნულია თეიმაურაზ შარაშენიძის განცხადებაში.

თეიმურაზ შარაშენიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 

ახალი ამბები