კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

№2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 8 პატიმარი შიმშილობს

11 მარტი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ლევან ბობოხიძე შიმშილობს. ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა, რობიზონ ხურცილავამ გააკეთა. ხურცილავას განმარტებით, ლევან ბობოხიძე უკანონო პატიმარია და სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ, ამ დრომდე, შეგნებულად ჭიანურდება. 

„ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. იქ კი სასამართლო პროცესები გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე ჭიანურდება. ამჯერად პროცესის გადადება პროკურორ ქეთევან თალაკვაძის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა. ვინაიდან, მან განაცხადა, რომ მზად არ იყო დასკვნითი სიტყვისთვის. რაც შეეხება ლევან ბობოხიძეს, მან სასამართლო პროცესზევე გააპროტესტა გაჭიანურებული სასამართლო პროცესები და აღნიშნა, რომ შიმშილობას იწყებდა“, - აცხადებს ლევან ბობოხიძის ადვოკატი, რობიზონ ხურცილავა.

მისივე განმარტებით, ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბობოხიძესთან ერთად ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია  შიმშილობს. სოლიდარობის ნიშნად მათ უკვე შუერთდა 6 პატიმარი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Humanrights.ge სახალხო დამცველის ოფისის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლობას დაუკავშირდა. ომბუდსმენის წარმომადგენელი მადონა ბასილაძე შიმშილობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ არც ლევან ბობოხიძეს და არც რომელიმე პატიმარს, აღნიშნულთან დაკავშირებით, არანაირი მოთხოვნით თუ პრეტენზიით, სახალხო დამცველის ოფისის ქუთაისის წარმომადგენლობისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ბობოხიძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების, ასევე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის მარტში დააკავა. 2014 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას, ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ზურაბ ჯიბუხაიას, იმავე ბრალდების საფუძველზე, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

დაცვის მხარის განმარტებით, ბობოხიძე და ჯიბუხაია უკანონო პატიმრები არიან  და მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

ახალი ამბები