კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 42 წლის პატიმარი გარდაიცვალა

12 მარტი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი 

ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი გურჯაანის რაიონიდან იყო. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, პატიმარი ავადმყოფობის გამო ციხის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ნიადაგზე იგი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პატიმარი მალევე გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ახლობლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ექსპერტიზის პასუხი კი, 45 სამუშაო დღეში იქნება. მათივე თქმით, პატიმარს C  ჰეპატიტი ჰქონდა. 

პატიმარი 2013 წლის სექტემბერში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით (გამოძალვა) 5 წელი და 9 თვე ჰქონდა მისჯილი. 

ახალი ამბები