კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეროვნული პლატფორმა ევროკავშირს რიგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებს

13 მარტი, 2015
 
Interpressnews.ge 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროკავშირს რიგის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამიტმა, რომელიც უკრაინის ხალხის ევროპული არჩევანის საპასუხოდ რუსეთის აგრესიის, საომარი მოქმედებების, ოკუპაციისა და ანექსიის კვალდაკვალ გაიმართება, უნდა გასცეს პასუხი კითხვას - როგორ ხედავს გაერთიანებული ევროპა მისი დანარჩენი ნაწილის მომავალს?

"დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გრძელი, რთული და წინააღმდეგობრივი გზა გაიარეს. ამ გზაზე ბოლოს მიღწეული ეტაპი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაა, რომელიც ხელმოწერილია მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის მიერ. ეს ხელშეკრულებები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, წარმოადგენს ამ ქვეყნების ევროპული მოდელით მოდერნიზაციის გეგმას, რაც აახლოებს მათ საბოლოო მიზანთან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. კარგად გვესმის, რომ წინ კიდევ რთული გზა არის გასავლელი, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვან რეფორმებს გულისხმობს. ამავე დროს, გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენმა ხალხებმა, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში რეფერენდუმის გზით, მტკიცე არჩევანი გააკეთეს, გახდნენ ევროკავშირის წევრები - არჩევანი, რომელსაც გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენები, მანამდე 2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ქვეყნები ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით სიტუაციის ერთგვარი მძევლები არიან, ასეთი დამოკიდებულება კი რუსეთის აგრესიას ახალისებს.

"რუსეთი სარგებლობს შექმნილი ვითარებით და აგრესიული საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ცდილობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობაში გააღვივოს რწმენა იმისა, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ გააჩნიათ და რეალურ პერსპექტივად მხოლოდ რუსეთთან ინტეგრაცია რჩება. ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ველოდებით მკაფიო მესიჯს სამიტის მონაწილეებისგან, რომ ჩვენ ქვეყნებს, მიუხედავად ჩვენს მიმართ წარმოებული აგრესიისა, აქვთ ევროპული პერსპექტივა და ევროპულ სახელმწიფოს ვერავინ შეუშლის ხელს, გახდეს გართიანებული ევროპის სრულფასოვანი ნაწილი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 77 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ახალი ამბები