კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ლევან დავითაშვილს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15 ივნისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

თელავში გახმაურებულ „სტარიჩოკას“ მკვლელობაში ბრალდებული ლევან დავითაშვილის ოჯახი პოლიციას მათი უფლებების შელახვში ადანაშაულებს. როგორც ისინი განმარტავენ  ბრალდებულს 25 აბი სუბოტექსი ჩაუდეს. დავითაშვილის მეუღლე ანა ქიზიყელაშვილი ამბობს, რომ რაც ლევანი დააკავეს, მათ ოჯახს ადგილობრივი პოლიცია დევნის, რისთვისაც დახმარებას ითხოვს. ლევან დავითაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ, 27 მარტს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ლევან დავითაშვილის მეუღლის, ანა ქიზიყელაშვილის განცხადებით, დავითაშვილი უდანაშაულოა.  განაჩენის მოსმენისას დავითაშვილის დედას ინსულტი მოუვიდა, მამას კი -  ინფარქტი, რის შედეგადაც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

„ლევანს ეუბნებიან, შენი ოჯახის ყველა წევრი უნდა დავაპატიმროთო. ამით ყველაფერს აღწევენ, გაანადგურეს ჩემი მეუღლე. მთელს ოჯახს გვებრძვიან“,- განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას  ანა ქიზიყელაშვილმა.

დავითაშვილის ინტერესებს ორი ადვოკატი - ნელი იასაღაშვილი და მთვარისა კევლიშვილი იცავს. 

„სააპელაციოში გავასაჩივრეთ განაჩენი. სასამართლო 22 ივნისსაა ჩანიშნული. იმედი გვაქვს, გამამართლებელ განაჩენს გამოიტანენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად ვართ, სამართლიანობის აღსადგენად ბოლომდე ვიბრძოლოთ“,- განაცხადა ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნელი იასაღაშვილმა.

ახალი ამბები