კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვარდისუბანში მოსახლეობა „ჯეოსელის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს

18 ივნისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობამ საჯარო სკოლასთან აქცია გამართა. მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებთან კომპანია „ჯეოსელის“ მიერ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც აქციის მონაწილეებმა humanrights.ge-ს განუცხადეს, ანძას მაღალი გამოსხივება აქვს და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ისინი ანძის მშენებლობის შეჩერებას და დასახლებიდან  შორს გადატანას ითხოვენ. 

„ჯეოსელის ანძას ჩემი სახლის უკან დგამენ, კერძო ბინაში. მოსახლეობა არ მივცემთ ამის უფლებას. მთელი სოფელი წინააღმდეგია“, - განაცხადა სოფელ ვარდისუბნის მკვიდრმა, ციური ბახბახაშვილმა.

სახლი, სადაც „ჯეოსელი“ ანძის დადგმას გეგმავს, გიორგი შაშიაშვილის საკუთრებაა. როგორც შაშიაშვილმა განმარტა, „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა მას შესთავაზეს მიწა გაეყიდა, თუმცა უარი მიიღეს. 

სოფლის მოსახლეობას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ალექსანდრე შათირიშვილი და საკრებულოს აპარატის უფროსი, სოსო მეგუთნიშვილი შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ.

სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ახალი ამბები