კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წერილი №17 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან

22 ივნისი, 2015
 
                          (მსჯავრდებული დახმარებას ითხოვს)

ნინო ქიმაძე

„ერთი წლის წინ ქუთაისის № 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მარჯვენა თვალზე კატარაქტის დიაგნოზით ოპერაცია გამიკეთეს. ოპერაციის შემდეგ მხედველობა საერთოდ დავკარგე. ამჟამად, №17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივმართე სამედიცინო ნაწილს, რათა მარცხენა თვალზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა შეესწავლათ. დამიდგინდა კატარაქტა, რქოვანას დისტროფია, რომელიც მარჯვენა თვალიდან გადავიდა მარცხენაში. ყოველდღიურად ვკარგავ მხედველობას“,-  ეს წერილი ადამიანის უფლებათა ცენტრმა 15 ივნისს რუსთავის №17 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიიღო. 

მსჯავრდებული ავქსენტი ფოფხაძე სპეციალურ კლინიკაში მკურნალობასა და დახმარებას ითხოვს: „წელიწადია, შველას ვითხოვ. ერთი თვის წინ კლინიკაში გადამიყვანეს, თუმცა ექიმმა ოპერაცია აბსურდული მიზეზით არ გამიკეთა. როგორც მან განაცხადა, თუ ქურდობას მივატოვებდი, ოპერაციას მაშინ გამიკეთებდა“.

ფოფხაძის განცხადებით, №17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არც თვალის ექიმია და მას არც წამალს აძლევენ, რათა მხედველობის დაკარგვის პროცესი შეაჩერონ. 

მსჯავრდებული შესაბამის სტრუქტურებს დახმარებას სთხოვს, რათა დროულად ჩაუტარდეს თვალის ოპერაცია. 

ახალი ამბები