კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო დისკუსია - „ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“

6 ივლისი, 2015
 
7 ივლისს, 12:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს საჯარო დისკუსიას - „ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“. 

დისკუსიამდე გაიმართება ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობების ერთობლივი კრებულის პრეზენტაცია და სტამბოლის პენ მარათონის თაობაზე გადაღებული ფილმის ჩვენება. 

„პირველი ნაბიჯი“ - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობებს აერთიანებს. წიგნი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამოიცა. ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილ კრებულში 8 მოთხრობა შედის. მწერლებმა 2014 წლის შემოდგომაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ ვორკშოპზე სტამბოლში ერთმანეთს ომის პერიოდის ამბები გაუზიარეს. ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ავტორებმა კოლეგების ნაამბობი საკუთარი ამბებივით გაითავისეს და ლიტერატურულ ტექსტებში პირველ პირში აღწერეს. მათივე თქმით, ეს იყო თანაგანცდისა და რეალობის განსხვავებული რაკურსით აღქმის საუკეთესო გზა, სახალხო დიპლომატიისა და ადამიანური ურთიერთობების აღდგენის პირველი ნაბიჯი, რომელიც მომავალში სხვადასხვა ინიციატივითა და პროექტით გაგრძელდება.

საჯარო დისკუსიას გაუძღვებიან: მწერალი დათო ტურაშვილი და კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი.

დისკუსია ტარდება ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის პროექტის - „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ევროკომისია და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები