კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარდენახში საქონლის ხორცით 10 ადამიანი დაავადდა

9 ივლისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში  საქონლის ხორცით 10 ადამიანი დაავადდა. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ უბანში დაკლული საქონლის ხორცი შეიძინეს, რის გამოც დაავადნენ. პაციენტებს  ლიმფური ჯირკვლების გადიდება და კანზე გამონაყარი აღენიშნებათ. დაავადების გამომწვევ მიზეზს ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამსახური იკვლევს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გავრცელებული დაავადება შეიძლება, ციმბირის წყლული იყოს, ან ახმეტის ვირუსი.

humanrights.ge  გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმ - ეპიდემიოლოგს, მარინა კაპანაძეს ესაუბრა. როგორც ექიმი ამბობს, ჯერჯერობით ინფორმაცია არა აქვთ თუ რამ გამოიწვია გამონაყარი. დაავადებულთა შემოწმების შედეგად ის არ გამორიცხავს რამდენიმე ვერსიას. თუმცა, სწორი დიაგნოზის დასადგენად ანალიზების პასუხებს ელოდებიან.

„არსებობს რამდენიმე ვერსია, ეს შეიძლება იყოს ჯილეხი, ეჭვია ახმეტის ვირუსზეც, არც შხამებით მოწამვლაა გამორიცხული.  დანამდვილებით არავინ არაფერი არ იცის. პაციენტები გამოკვლევებს იტარებენ  თბილისში, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა. 

გამგებლის წარმომადგენლის, ალექსანდრე ტურიაშვილის განცხადებით, ანალიზების პასუხები სამ დღეში იქნება ცნობილი. მისი თქმით, დაავადებული ადამიანები უმ ხორცს შეეხნენ, მოხარშული ხორცი კი მავნებელი არ იყო.

დაავადების დადგენის შემთხვევაში, შესამაბისი სამსახურები, სოფელში სადენზიფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

ახალი ამბები