კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებული ირმა ნადირაძე პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს

21 ივლისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

მსჯავრდებულმა ირმა ნადირაძემ დახმარების თხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრს.  მისი  ინფორმაციით,  ქ. გორში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. 

ირმა ნადირაძე დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით იხდის. მას ტაქსის მძღოლის მკვლელობა ედება ბრალად. ირმა ნადირაძეს 8 წელის აქვს მისჯილი.

მსჯავრდებულმა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და დანაშაულის იძულებით აღიარების შესახებ არაერთხელ მიმართა წერილობით საქართველოს მთავარ პროკურატურას და მითითებულ ფაქტზე სამართლიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვა. თუმცა, მსჯავრდებულს მთავარი პროკურატურის მიერ  არანაირი პასუხი არ მიუღია.

მსჯავრდებულის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ლუკავა იცავს. 

„ორგანიზაციის სახელით მივმართე მთავარ პროკურატურას და მოვითხოვე დროის უმოკლეს ვადებში  მსჯავრდებულ ირმა ნადირაძის განცხადებაში მითითებული გარემოებების, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ გორის პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების  შესწავლა და ობიექტური გამოძიების ჩატარება. მითითებული მიმართვის შემდგომ, შიდა ქართლის საოლქო პოკურატურაში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება“, - აცხადებს თამარ ლუკავა.
 
9 ივლისს მსჯავრდებული ირმა ნადირაძე ადვოკატის თანდასწრებით დაკითხა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებლმა. მსჯავრდებულმა გამოძიებას მისცა სრული ჩვენება მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.
 

ახალი ამბები