კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი ამერიკულ კინოფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს

20 ოქტომბერი, 2015
 პრეს-რელიზი

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და მედიის ინსტიტუტის ვიდეოპორტალის, hridc.tv-ს რედაქტორის, გიორგი ჯანელიძის საავტორო ფილმმა „როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია“ (Rod, Lennon & Me/Story of the old photograph) ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ტბების საერთაშორისო კინოფესტივალის (Great Lakes International Filmfestival) მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.  
  
ამერიკის დიდი ტბების საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინაციაში ქართველი რეჟისორის ორი მოკლემატრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია“ და „ეს გოგონა ჩემია“ მოხვდა.

Great Lakes International Film Festival (დიდი ტბების საერთაშორისო კინოფესტივალი), აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ტბის, ერის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ ერიში (Erie City) ტარდება. ფესტივალი აშშ კინოფესტივალების ასეულში შედის და დამოუკიდებელი, დაბალბიუჯეტიანი ფილმების ავტორებს საკუთარი ნაშრომების პოპულარიზაციისთვის ფართო ასპარეზს სთავაზობს.

„როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია“ ჯონ ლენონის ბავშვობის მეგობარსა და მისი სკოლის როკ-ჯგუფის, „ქუორიმენის“ წევრ როდ დევისზეა, რომელიც მოგვიანებით პოლ მაკარტნიმ ჩაანაცვლა და გუნდის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შედეგად, მუსიკალურმა საზოგადოებამ მიიღო „ბითლზი“. ფილმი ჯონ ლენონის დაბადების 75-ე წლისთავს ეძღვნება. 

რაც შეეხება ფესტივალზე ნომინირებულ მეორე ფილმს - „ეს გოგონა ჩემია“, მასში რეჟისორმა ორი პატარა ქართველი ბიჭუნას პარალელური ცხოვრება ასახა. ერთი ბათუმის ქუჩებში მოწყალებას ითხოვს, ხოლო მეორე მიუნხენში ინტეგრაციისა და ნოსტალგიის თანმდევ პრობლემებს ებრძვის.

14-წლიანი ტრადიციის მქონე ფესტივალი საინტერესო იმითაცაა, რომ ნომინაციაში გასული და გამარჯვებული ფილმების ონლაინ რეჟიმში ნახვა არის შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ფილმის ნახვის მსურველს შესაძლებლობა ეძლევა, ვებ-გვერდზე შეიძინოს სასურველი ფილმის ბილეთი და ინტერნეტში ნახოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები