ხვალ, 23 დეკემბერს, 12:30 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ატარებს პრესკონფერენციას სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მანკიერი პრაქტიკის თაობაზე. არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ პატიმრებზე ხდება ზეწოლა, რათა მათ უარყონ მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ხელი მოაწერონ დოკუმენტს პრეტენზიის არქონის შესახებ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი