ლელა ხეჩოშვილი, კახეთი
სირიაში ორი პანკისელი მებრძოლი დაიღუპა. სოფელ ჯოყოლოში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოთარ მუთოშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან სოფელ ბირკიანის მკვიდრი 24 წლის რამზან ფარეულიძე და სოფელ ომალოს მკვიდრი 22 წლის მუხმად თურქოშვილი. ორივე ახალგაზრდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ იბრძოდა.
ომარ მუთოშვილის თქმით, სირიაში დაახლოებით 15–16 პანკისელი ახალგაზრდაა დაღუპული. სირიაში დაღუპულთა გადმოსვენება ვერ ხერხდება.