კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

44 წლის დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრები შსს-სდახმარებას სთხოვენ

26 იანვარი, 2016
 
შორენა ბიჭიკაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მცხოვრები ოჯახი უგზო-უკვლოდ დაკარგულ 44 წლის მამაკაცს ეძებს. სიმონ კანდელაკი 2015 წლის 29 მაისს თბილისში ვეტერანთა ჰოსპიტალიდან გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, სიმონ კანდელაკი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში ვეტერანთა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც გაუჩინარდა. ოჯახის წევრები ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს დახმარებას თხოვენ. 

„თბილისში ვეტერანთა ჰოსპიტალიდან როცა გამოსულა, დაცვისთვის უკითხავს, მეტრო სადგური სად არისო, მას შემდეგ კი მისი კვალი გაქრა. ვის არ მივმართეთ, თუმცა ვერაფერი გავარკვიეთ. სამართალდამცავები გვეუბნებიან, თქვენ ვერ პოულობთ და ჩვენ როგორ ვიპოვოთო. 7 თვეა, უშედეგოდ ვეძებთ. ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი ამოვწურეთ“,- განაცხადა დაკარგულის მეუღლემ, ქეთევან ხეთაგურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სიმონ კანდელაკს სამართალდამცავები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. პრესსამსახურის ცნობით, ოჯახის წევრებისა და მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმები შედგა და საგამოძიებო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები