21:09, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პანკისელი ასლან წუწაშვილი პოლიციას ცემასა და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

12.02.2016

 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი 

პანკისში მცხოვრები 24 წლის ასლან წუწაშვილი სამართალდამცავებს ცემასა და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. წუწაშვილის თქმით, 23 იანვარს ის და მისი მამა გოჩა გორგიშვილი პანკისის ხეობიდან ახმეტის მიმართულებით საკუთარი ავტომანქანით მგზავრობდნენ. წუწუაშვილისვე თქმით, რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობისას მათ საპირისპირო მიმართულებით პოლიციის მანქანა შემოხვდათ. პოლიციელები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და შელაპარაკების შემდეგ მამა-შვილი დააკავეს.

ერთ-ერთმა პოლიციელმა, მიხეილ ბერძენიშვილმა განუმარტათ, რომ გადაადგილებისას ასლან წუწაშვილს  უსაფრთხოების ღვედი  არ ეკეთა და დოკუმენტები მოსთხოვათ. ასლან წუწაშვილი ირწმუნება, რომ უსაფრთხოების ღვედები ორივეს ეკეთათ. 

„პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს ოქმის შედგენა, მათ ავუხსენით, რომ საგზაო მოძრაობის წესები არ დაგვირღვევია, მოვითხოვეთ ავტოგასამართი სადგურის ვიდეოკამერის ჩანაწერის შემოწმება, რაზეც პოლიციელთა მხრიდან უარი მივიღეთ. კამათის დროს მიხეილ ბერძენიშვილი მიყვიროდა და უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფას მაყენებდა ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმით. ჩემკენ საცემად გამოიწია, თუმცა ამის უფლება მამაჩემმა არ მისცა“, - აღნიშნა ასლან წუწაშვილმა.

წუწაშვილის თქმით, პოლიციის მანქანიდან სხვა სამართალდამცავებიც გადმოვიდნენ და  შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციის უფროსიც.

„ასფალტზე პირქვე ვიყავი წაქცეული, ხელები ზურგსუკან შემიკრეს. დასასახმარებლად პოლიციის ორი მანქანა მოვიდა, ალბათ ამათ გადასცეს. დასახმარებლად მოსულმა პოლიციელებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. პოლიციელთა შორის იმყოფებოდა პოლიციის უფროსიც“, - განაცხადა წუწაშვილმა.

წუწაშვილის განცხადებით, პოლიციის უფროსის მისვლის შემდეგ მას ზურგზე ფეხით ცემა დაუწყეს: „პოლიციის უფროსი კი ყვიროდა, ქისტები ამ ბოლო დროს ძალიან გათავხედდნენო", მერე მანქანაში შემაგდეს და ერთი პოლიციელი თავში მირტყამდა, მეორე მუცლის არეში და ყვიროდნენ, გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ ქისტებს - „საერთოდ გაგაქრობთ აქედანო“, - განაცხადა წუწაშვილმა.

წუწაშვილის თქმით, პოლიციის განყოფილებაში რომ მიიყვანეს, პოლიციის უფროსის ბრძანებით, სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ჩავიდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 

დაკავების დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებულები დროებით მოთავსების იზოლატორში, შემდეგ თელავის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. 

თელავის რაიონულ სასამართლოში საქმე  მოსამართლე ნინო კორძაძემ განიხილა, რომელმაც პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო  და მიიღო დადგენილება გოჩა გორგიშვილის და ასლან წუწაშვილის, თითოეულის, 250 ლარით დაჯარიმების შესახებ.

25 იანვარს, ასლან წუწაშვილმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა. 27 იანვარს, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა საჩივარი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, კახეთის საოლქო პროკურატურასა და სახალხო დამცველს გაუგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო. გამოძიება დაიწყო კახეთის საოლქო პროკურატურამაც. წუწაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ლია ხუროშვილი იცავს. მისი თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC