22:15, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა შეწყალების უფლებამოსილების კვლევა

19.02.2016

 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა შეწყალების უფლებამოსილების კვლევა, რომელიც მოიცავდა როგორც ქართული მოდელის, ისე სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას. 

კვლევის პერიოდში ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეწყალების კომისიის წევრებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სისხლის სამართლის პრაქტიკოს ადვოკატებთან ერთად, გამოკვეთა პრობლემური საკითხები. შედარებითი სამართლის სპეციალისტმა შეისწავლა პოლონეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, ირლანდიის, ავსტრიის, უნგრეთისა და აშშ-ის შეწყალების მექანიზმის მოდელები. კვლევაში, ასევე, განხილულია რამდენიმე სხვა ქვეყნის საინტერესო გამოცდილება.

შემდეგ ეტაპზე, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ძირითად აქტორებს გააცნო კვლევის შედეგები, რა დროსაც გამოთქმული მოსაზრებები დამატებით გაითვალისწინა და რიგი საკითხებისა კიდევ უფრო დააზუსტა.

კვლევის შედეგების თანახმად, მართალია, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური კონსტიტუციური პრეროგატივაა, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო რეგლამენტაციას, რათა შეწყალების პროცედურები იყოს უფრო გამჭვირვალე და გასაგები მოქალაქეებისათვის, განსაკუთრებით - მსჯავრდებულთათვის. 

კვლევამ აჩვენა, რომ ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია შეწყალების უფლებამოსილებას ექსკლუზიურად ანიჭებს სახელმწიფოს მეთაურს - პრეზიდენტს, დადებითად უნდა ჩაითვალოს შეწყალების ინსტიტუტის ისეთი მოდელის არსებობა, როდესაც პრეზიდენტი ქმნის სათათბირო ორგანოს - შეწყალების საკითხთა კომისიას, რომელიც მას აწვდის რეკომენდაციას მსჯავრდებულთათვის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული მოდელი საკმაოდ დემოკრატიულია, მაგრამ იგი საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა მსჯავრდებულებს და საზოგადოებას არ დარჩეს ბუნდოვანებისა და არაობიექტურობის განცდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემისას.
 
29 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს კვლევას - „შეწყალების უფლებამოსილება - ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება“. 

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს შეწყალების მექანიზმის გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირებას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC