კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

14 აპრილი, 2016
 

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2015 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც ტრადიციულად, საუბარია საქართველოში არსებულ ვითარებაზე. 

ანგარიშში მოხვდა ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებები და რეკომენდაციები ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების პრობლემების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, „არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2015 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ქალი პატიმრები ვერ იღებენ შესაბამისი რაოდენობის ჰიგიენის ნივთებს. არასრულწლოვნების ციხე არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების მიხედვით. ცენტრის განცხადებით, ქალ და არასრულწლოვან პატიმრებს არა აქვთ სათანადო წვდომა იურიდიულ დახმარებაზე, რომ მოამზადონ სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტი, საჩივრები და ან მიმართონ ვადამდელ გათავისუფლებაზე, ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“.

აღსანიშნავია, რომ ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების პრობლემების თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული რეკომენდაციების ნაწილი დღეისათვის გათვალისწინებულია. მაგალითად, მსჯავრდებულთათვის გაუქმდა ხანგრძლივი და ვიდეოპაემნებისათვის დაწესებული გადასახადი, ქალი მსჯავრდებულების სპეციფიკური ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება სახელმწიფომ თავისი ხარჯებით ითავა. 

თუმცა, კვლავ არსებობს პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს ადვოკატირებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები