კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აუნაზღაურდება თუ არა დავით სოკოლოვს სამოქალაქო ომის დროს მიყენებული ზიანი?

21 აპრილი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

15 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დიქტორის, დავით სოკოლოვის საქმეზე პრესკონფერენცია გამართა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა მოითხოვა, დავით სოკოლოვს აუნაზღაურდეს 1991-92 წლების სამოქალაქო ომის დროს მიყენებული ზარალი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ცნობილ ტელეწამყვანთან ერთად საქართველოს ასობით მოსახლე დაზარალდა და საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.  სახელმწიფომ ზარალის ასანაზღაურებლად სპეციალური კომისია შექმნა, თუმცა მოსახლეობისთვის დღემდე არ გადაუხდიათ კომპენსაცია.

საომარი მოქმედებების დროს ერთ-ერთი დაზარალებულის, დავით სოკოლოვის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იცავს.
„2014 წლის 14 იანვარს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 1991-92 წლებში დავით სოკოლოვს საომარი მოქმედებების შედეგად მატერიალური ზიანი მიადგა. ზარალის ოდენობა 81 656 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში განისაზღვრა. ცნობის თანახმად, ზარალის საკომპენსაციოდ დაზარალებულს ოთხოთახიანი ბინა (64 800 ლარის) ღირებულების და 25 790 ლარი უნდა გადასცემოდა. აღნიშნული ბინა ყიფშიძის №5 -ში მდებარეობს. თუმცა, თბილისის მერიასა და ობიექტის მშენებელ შპს „ამირანს“ შორის თანამშრომლობა შეწყდა, რის გამოც დაზარალებულს დაპირებული ბინა არ გადასცეს.  შეუსრულებელი ვალდებულების გამო ყიფშიძის №5 -ში დაწყებული მშენებლობა შეწყდა“,- აღნიშნა დავით სოკოლოვის უფლებადამცველმა, ნესტან ლონდარიძემ.

ლონდარიძის განცხადებით, დავით სოკოლოვს 2016 წლის 2 თებერვალს თბილისის მერიის იურიდიული სამსახურიდან აცნობეს, რომ 2011 წლის 30 მაისის დადგენილებით შეიქმნა 1991-92 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხთა შემსწავლელი კომისია, რომელმაც იმსჯელა დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და გააუქმა კომისიის მიერ გაცემული ზარალის ოდენობის შესახებ გაცემული ცნობები. 
„ახალი გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ დაზარალებულ მოსახლეობას სტატუსი არ გაუუქმა, თუმცა ბათილად ცნო ზარალის თანხობრივი ოდენობა.
საკითხავია, თუ რატომ არ დაიწყო საკითხის შესწავლა და ზარალის დათვლა 2011 წლიდან, ასევე, არსებობს თუ არა აღნიშნული კომისია დღეს და რას საქმიანობს იგი. ჩნდება ეჭვი, რომ შეგნებულად გახანგრძლივდა კომპენსირების ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ ცნობები გაუქმდა, შესაბამისად, დაზარალებულებს ზარალს არ აუნაზღაურებენ“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.
დავით სოკოლოვის განცხადებით, იგი უშედეგოდ ელოდება ზარალის ანაზღაურებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელთ აქვს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბინა გადაეცა. 

„სისტემატურად ვწერდი განცხადებებს, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად, ზიანი არ ამინაზღაურეს. თანამდებობის პირებმა აქამდე არ მაცნობეს, რომ დაანგარიშების შესახებ ცნობები ბათილად იყო ცნობილი“, - აღნიშნა სოკოლოვმა. 

ახალი ამბები