კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მოსახლეობას მოსავლის 80 % გაუნადგურა

25 აპრილი, 2016
 
ეკა ბრეგვაძე, კახეთი

21 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძლიერმა ქარმა სასოფლო-სამეურნეო ნათესები დააზიანა. ქარმა ასევე დააზიანა სათბურები და საცხოვრებელი სახლები. 

„ქარმა მოსავალი ძირიანად ამოგლიჯა, სათბურებს ცელოფანი გადახადა, დანგრეულია კარკასები, მოსავლის, დაახლოებით, 80% განადგურებულია. სოფელ ფოდანში ორ საცხოვრებელ სახლს კი სახურავი აქვს გადახდილი. ამ ხალხს დახმარება სჭირდება, თუმცა პატრონი არ ჰყავს“, - აღნიშნა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვახტანგ მჭედლიძემ.

დაზარალებულები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და ზარალის აღრიცხვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

„მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან კრედიტები ავიღეთ, ახლა კი ხელმოცარულები დავრჩით. ხელისუფლებისგან დახმარებას ვითხოვთ“,- განაცხადეს დაზარალებულებმა.

ლაგოდეხის გამგებლის, კარლო ჯამბურიას თქმით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ზარალის ოდენობის შესახებ. მისი თქმით, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში სამუშაო ჯგუფები გაგზავნილია, რომლებიც ვითარებას შეისწავლიან.
 

ახალი ამბები