ხვალ, 8 ივლისს, 13:00 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს საგანგებო პრესკონფერენციას ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით, რითაც ორგანიზაცია მოითხოვს, დაჯარიმდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (წარმომადგენელი მინისტრი - სოზარ სუბარი) და შსს-ს პოლიციის აკადემია (წარმომადგენელი - რექტორი, ნუკრი გელაშვილი).
მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, მეორე კორპუსი, III სართული. „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბი.
საკონტაქტო ტ: 551 150 773
ადამიანის უფლებათა ცენტრი