კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

16 ივლისი, 2016
 
თანამდებობა: იურისტი 
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2016 წლის  25 ივლისი,    1800 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული  
ხელფასი:   400 ევრო (დარიცხული)

მოვალეობები: 
*იურიდიული კონსულტაციების გაწევა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე
*სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება
*ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება

აუცილებელი მოთხოვნები 

*უმაღლესი იურიდიული განათლება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით)
*იურისტად მუშაობის სულ მცირე ოთხწლიანი გამოცდილება
*ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე  C1 დონეზე;
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) ცოდნა;
ინგლისურ ენაზე სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება
*დამოუკიდებლად და გუნდში მოუშაობის უნარი და მოტივაცია
*კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა

(მსურველებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან რომელიმეს არ აკმაყოფილებთ, გთხოვთ ნუ გამოგზავნით აპლიკაციას)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: <77> hridc@hridc.org
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ივლისი, 18:00 სთ. 

გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს - იურისტი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. არ მიიღება სატელეფონო ზარები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) არის თბილისში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT Network), ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. 
ვებგვერდი: www.HumanRights.ge 

ახალი ამბები