კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი შეღებეს

26 აგვისტო, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

პოლიტიკური მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის ოფისის ფასადი დილით მისულ პარტიის წევრებს რამდენიმე ადგილას შეღებილი დახვდათ.  ოფისის ფასადზე ლურჯი საღებავით 41 იყო დაწერილი. პარტიის წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა პარტიის წევრები დაკითხეს და ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.

გორის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მედეა აბაშიძის განცხადებით, ოფისი არ არის აღჭურვილი ვიდეოთვალით, ამიტომ, მისი თქმით, რთულია იმის დადგენა თუ ვინ დგას ამ შემთხვევის უკან. მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა ანგარიშგასაწევია, როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე ოპოზიციისთვის.

„საზოგადოების ერთი ნაწილი ნაციონალების სატელიტს გვიწოდებს, ნაწილი კი - ოცნების კადრებს. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი სათქმელი, ჩვენ ვართ წმინდა ქართული პარტია და ვემსახურებით ქართულ საქმეს. მსგავსი ქმედებებით ვერ შეგვაშინებენ“,- განაცხადა მედეა აბაშიძემ.

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის" გორის ოფისის წარმომადგენლები მომხდარი ფაქტის  ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

ახალი ამბები