კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, მსჯავრდებულმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

26 აგვისტო, 2016
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მსჯავრდებულ შ.პ.-ისათვის  სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული პროგრამიდან მის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტისა (გამოძიების დაწყების ზუსტი დრო, წელი, თვე და რიცხვი)  და  დანაშაულის   შესახებ  შეტყობინების  რეგისტრაციის ზუსტი დროის (წელი, თვე და რიცხვი) ამსახველი  დოკუმენტების გადაცემა დაევალა. 
 
აღნიშნული დოკუმენტების მიღებით შ.პ.-ს საშუალება მიეცემა, მიმართოს სამამართლოს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოთხოვნით. შსს-ს უარი მოთხოვნილი დოკუმენტის მიღებაზე არსებითად  ხელყოფდა შ.პ-სათვის სასამართლოს  ხელმისაწვდომობის უფლებას. მითითებული დოკუმენტის გარეშე შ.პ. მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიემართა სასამართლოსათვის განაჩენის გადახედვის მოთხოვნით.

 საქმის ისტორია
 
2015 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  მოქალაქე შ.პ. დამნაშავედ სცნო ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  
2015 წლის 8 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებიდან გამომდინარე, შემსუბუქდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკული  დანაშაულებისთვის. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შენიშვნის  თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშმები. ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული მიზნებისთვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას. 
 
2015 წლის ივლისის ბოლოს, მსჯავრდებულმა შ.პ.-მ  განცხადებით მიმართა შსს-ს და მოითხოვა ინფორმაცია, ზუსტად რომელ საათზე იქნა საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირებული და წარმოდგენილი მის   საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათი (ფორმა#1), ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომელიც შ.პ.-ს გადაეცა ბრალდების მხარის მიერ და წარდენილ იქნა სასამართლოში, არ შეიცავდა ინფორმაციას  გამოძიების დაწყების ზუსტ დროსთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ინტერესს წარმოადგენდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შ.პ.-ს ინიციატივით და თანხმობით მოხდა ნარკოტიკების სამართალდამცავი ორგანოებისათვის ნებაყოფილობით წარმოდგენა. მიუხედავად მსჯავრდებულ შ.პ.-ს არაერთი თხოვნისა, შსს უარს აცხადებდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებიც მსჯავრდებულისათვის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ იგი არ იყო საჯარო ინფორმაცია და სამინისტროს არ ევალებოდა მისი გადაცემა.  
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, შ.პ.-მ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა შსს-ს დავალებოდა შ.პ.-ისათვის  სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული პროგრამიდან მის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტისა (გამოძიების დაწყების ზუსტი დრო, წელი, თვე და რიცხვი)  და  დანაშაულის   შესახებ  შეტყობინების  რეგისტრაციის ზუსტი დროის (წელი, თვე და რიცხვი)  ამსახველი  დოკუმენტების გადაცემა.
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 29 ივლისს, მსჯავრდებულის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები