კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაატა ბურჭულაძე: „მოვესწრები გამთლიანებულ საქართველოს“

30 აგვისტო, 2016
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე კოალიციის წარმომადგენლებთან ერთად 25 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში ჩავიდა. რამდენიმე დღის დღის წინ სობიში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის აღების საშუალებას არ აძლევდნენ. ბურჭულაძემ სობისიდან, მცოცავი ოკუპაციის ფონზე, რუსული პროპაგანდა გააპროტესტა. 

„დღეიდან ეს ტერიტორია  ოკუპირებულია, ეს არის საშინელება, მაგრამ, რაც ხელოვნურია, ყველაფერი არის დროებითი. მოვესწრები გამთლიანებულ საქართველოს. ჩვენი ახალგაზრდები ამ ყველაფერს გაიხსენებენ, როგორც მწარე სიზმარს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

სობისის მოსახლეობა შიშობს, რომ ე.წ. „საზღვარმა“ შეიძლება, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ 1 კილომეტრით გადმოიწიოს. შიშის მიზეზად კი ჩილინდირშვილების ნაკვეთზე ცხინვალიდან შემოსული კომბაინების მიერ აღებულ მოსავალს ასახელებენ.

მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი რუხაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნაცვლად მოუწოდებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლების უფლებები და ინტერესები დაიცვას. 

„აქ მცხოვრები ადამიანები დაუცველები არიან. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ისინი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის მთავარი ამოცანა ამ ადამიანების დაცვაა, რეალურად, დღეს ჩვენს აქტივისტებს დასდევს, ამის მიზეზი კი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნება უნდა“,- განაცხადა გიორგი რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმთან მიაღწია შეთანხმებას და ჩილინდრიშვილებმა  საქართველოს პოლიციის მეთვალყურეობით მოსავლის აღება შეძლეს.

ახალი ამბები