22:56, Tuesday, 31.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ავტობანის პირას კუსტარული სავაჭრო დახლების აკრძალვა გადავადდა

25.10.2016

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოში ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე ბევრგან არის კუსტარულად მოწყობილი მინი ბაზრობები, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს გზის პირას გასაყიდად გამოაქვთ მოწეული მოსავალი თუ ნაკეთობები. შიდა ქართლი, ამ მხრივ, ნაზუქების, ჰამაკების, ხილისა და ბოსტნეულის ბაზრობით გამოირჩევა. 

შიდა ქართლის ტერიტორიაზე ავტომაგისტრალზე გადაადგილებისას ყველაზე მეტად ბოსტნეულისა და ხილის ბაზრობებს შეხვდებით. გასაყიდი დახლები კუსტარულად არის დამზადებული, არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და უსაფრთხოების ზომები. ხილის ბაზრობებთან რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ საპატრულო პოლიციამ და საგზაო დეპარტამენტმა ავტობანის ქარელის მუნიციპალიტეტის მონაკვეთზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ხილის ბაზრობის აკრძალვის გადწყვეტილება მიიღო. თუმცა, გულიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტმა წერილით მიმართა სამინისტროებს, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დროებით დაეშვათ გამონაკლისი.

„ჩვენი  და მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინეს სამინისტროებმა და აღარ მოხდა აღნიშნული ხილის ბაზრობიდან მოსახლეობის აყრა“, - განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის სოფელ რუისის მონაკვეთზე მდებარე „აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსის“ გახსნისას. ეს პავილიონები ფონდ „ქართუს“ დაკვეთით, ასოციაცია „ატუმ“ ააშენა. ფონდმა „ქართუმ“ კი სავაჭრო კოპლექსი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა.

ბაზრობის კომპლექსი სამი პავილიონისგან შედგება, რომელთაგან ორი განლაგებულია მაგისტრალის ჩრდილოეთით, რომელიც უკვე დასრულებულია და მზად არის ექსპლუატაციისთვის, რაც შეეხება კომპლექსის სამხრეთ ნაწილს, მისი გახსნა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს იგეგმება.

„ატუს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკო ჩხეტიანი აღნიშნავს რომ, ავტობანის შიდა ქართლის მონაკვეთზე კიდევ რჩება რამდენიმე ღია ტიპის ხილის ბაზრობა, სადაც პირობებთან ერთად უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. რაც შეეხება რუისის პავილიონის კომპლექსს, მისი თქმით, ეს ობიექტი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„ავტობანის შიდა ქართლის მონაკვეთზე არის რამდენიმე ხილის ბაზრობა, სადაც არ არის უსაფრთხოების ზომები დაცული და ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. ეს კოპლექსი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ასევე  კომფორტით. არის წყალი, დენი და სველი წერტილები. კომპლექსი, ასევე, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის“, - ამბობს „ატუს“ აღმასრულებელი დირექტორი.
 
ოთარ ბარამაშვილი ერთ-ერთი ვინც წლების განმავლობაში ავტომაგისტრალის რუისის მონაკვეთზე არსებული ხილის ბაზრობაზე  მოწეულ მოსავალს ყიდის. მას დღეს გახსნილი ახალი სავაჭრო კოპლექსი მოსწონს, მაგრამ ამბობს, რომ იქ ვერ გადავა, რადგან სადაც ახლა დგას, იქ ე.წ. ჩეკის გადასახადს არ იხდის.  

„ოჯახის ერთადერთი შემოსავალი აქედან მაქვს. ბანკის ვალიც მაქვს. დამატებით გადასახადებს ვერ გავწვდები, რადგან აქ არაფერს არ ვხდი. გადასვლაზე რომც ვიფიქრო, იქ მაინც ვერ დავეტევით ყველა“, - ამბობს ოთარ ბარამაშვილი.

აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსში განლაგდება ასამდე სავაჭრო დახლი, კომპლექისის გარშემო მოწყობილი ავტოსადგომი კი დაიტევს ერთდროულად 70 ავტომანქანას. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ვერავის დააძალებენ გადასვლას. გამგეობას ვაჭრობისთვის ჯერ ფასები არ განუსაზღვრავს.

„გამგეობამ უკვე იმსჯელა, როგორ უნდა განაწილდეს სავაჭრო ადგილები სამართლიანად. ეს პავილიონი მხოლოდ რუისის და ურბნისის მოსახლეობისთვის არ არის განკუთვნილი. მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ისარგებლებს, სურვილის შემთხვევაში, რომ მოწეული მოსავალი გაყიდოს“, - განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

აგრარული ბაზრობის პავილიონებში დახლების შერჩევა უკვე დაიწყეს მოვაჭრეების ნაწილმა, მათ იმედი აქვთ რომ გამგეობა სავაჭრო დახლებზე ხელმისაწვდომ ფასებს განსაზღვრავს.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC