01:05, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქმედითი შრომის ინსპექციის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია გაიმართა

30.10.2016

 
ლანა გიორგიძე
 
28 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან შრომის პოლიტიკის დაუყონებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. 

აქცია გამართეს: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC), საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, „აუდიტორია 115“-ის, „ქალთა მზერის“, „ახალგაზრდა მწვანეების“, „მწვანე მუშტის“, ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრის, Praxis/პრაქსისის, თბილისის სოლიდარობის ქსელის, თვითორგანიზების ქსელისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. 

აქციაზე, EMC-ის წარმომადგენელმა, თამუნა ქებურიამ შეკრებილებს დასაქმების ადგილებზე დაღუპვის შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია გააცნო. 

„დღევანდელი აქცია შრომის უსართხოების პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას ეხება. აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები სახელმწიფოს მოვუწოდებთ, მყისიერად მოხდეს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა, რაც გამოიხატება ქმედითი და ძლიერი  შრომის ინსპექციის სამსახურის შექმნაში. ბუნებრივია, შრომის ინსპექციის სამსახურს უნდა ჰქონდეს რეალური უფლებამოსილებები და მანდატი, რათა წინასწარი თანხმობის გარეშე შევიდეს სამუშაო ადგილებზე და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები“, - აღნიშნა EMC-ის წარმომადგენელმა, ლინა ღვინიანიძემ humanrights.ge-სთან საუბრისას.

ლინა ღვინიანიძის თქმით, დღეს, ინსპექტირების მექანიზმს არ გააჩნია რეალური ბერკეტები, რათა დააჯარიმოს რომელიმე კომპანია, რომელიც დაარღვევს დასაქმებულის უფლებებს. 

„მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, შევიდეს საწარმოს ტერიტორიაზე შრომის ინსპექციის წარმომადგენელი. თუმცა, თუ არის შეტყობინება რომ ხდება შრომითი ექსპლუატაცია და ტრეფიკინგი, ამ შემთხვევაში შეტყობინების გარეშე, დაუყონებლივ შედის შრომის ინსპექცია სამუშაო ადგილზე. მიგვაჩნია, რომ ეს წესი უნდა გახდეს ზოგადი და შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე“, - განაცხადა ღვინიანიძემ.

ქმედითი შრომის ინსპექციაა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მოთხოვნაც. 
„ისე, როგორც საგადასახადო ინსპექცია არსებობს, რომელიც ამოწმებს იხდიან თუ არა გადასახადებს, ისევე როგორც გარემოს დაცვის ინსპექცია არსებობს, რათა შესაბამისი კანონმდებლობა გაატაროს, ასევე უნდა არსებობდეს ქმედითი შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექციამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს შრომის კანონმდებლობის გატარებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საწარმოების უმრავლესობაში ირღვევა დასაქმებულების შრომითი უფლებები, კერძოდ, ადამიანებს შვებულებაში არ უშვებენ, არ უნაზღაურებენ ზეგანაკვეთურ მუშაობას, არც ავადმყოფობის გამო გაცდენილ საათებს უნაზღაურებენ. ეს და სხვა ბევრი პრობლემაა, რომელთაც შრომის უსაფრთხოებასთან ერთად უნდა ამოწმებდეს შრომის ინსპექცია“, - განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ humanrights.ge-სთან საუბარში.

გოჩა ალექსანდრიას თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში  წერია, რომ საქართველო შექმნის შრომის ინსპექციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციის შესაბამისად.

სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელის, გიორგი კობახიძის თქმით, ის, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების რიცხვი გაიზარდა, ის, რომ მედიაში, თითქმის ყოველდღე შუქდება საწარმოო დაზიანებების შესახებ, ნიშნავს, რომ შრომის კოდექსი  და შრომის ინსპექცია უუნაროა.

აქციის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფუნქციური შრომის ინსპექცია ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის მოითხოვეს და სასტვენების სტვენით მიმართეს საქართველოს მთავრობას, გატარდეს რეალური პოლიტიკა. 


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC