კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება

22 ნოემბერი, 2016
 
დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა ანგარიში - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი“. 

ანგარიშში გამოცემულია ქართულ და ინგლისურ ენაზე და მასში ასახულია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მონიტორინგის შედეგები, რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და მეორე ტურის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს, სისტემურ პრობლემებსა და სხვადასხვა ტენდენციებს.

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა ვიდეოსტუციის - hridc.tv-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „2016 წლის საპარლამენტო არჩევნები“ (ავტორი - გიორგი ჯანელიძე). 

ფილმის ჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები