კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

30 იანვარი, 2017
დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ანგარიში წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში 2016 წელს.  ანგარიში მოიცავს ძირითად ტენდენციებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: მსჯავრდებულთა მდგომარეობა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და გადაცდომები, მედიის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, უმცირესობების მდგომარეობა და ა.შ

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის  -  ,,იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ ფარგლებში.  ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს ახორციელებს ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. 


ახალი ამბები